10%
შოპინგი
ბათუმი ქარდი არის ფასდაკლების ბარათი, რომელიც შექმნილია აჭარაში მოგზაური ტურისტების მაქსიმალური კომფორტისთვის.
ბათუმი ქარდი არის ფასდაკლების ბარათი, რომელიც შექმნილია აჭარაში მოგზაური ტურისტების მაქსიმალური კომფორტისთვის, მოკლე დროში მეტი ტურისტული ობიექტის მონახულებისა და ნაკლები ხარჯის გაწევის ხელშეწყობის მიზნით.
10%
შოპინგი
35%
ღირსშესანიშნაობები
35%
ღირსშესანიშნაობები
ბათუმი ქარდი თქვენი ციფრული გზამკვლევია ფასდაკლებების, ღირსშესანიშნაობების, რესტორნების, სასტუმროების, მაღაზიებისა და ტურისტული სერვისების აღმოსაჩენად ბათუმსა და აჭარის რეგიონში.
აპლიკაცია ბათუმი ქარდის მფლობელებს ეხმარება მარტივად აღმოაჩინონ პროგრამაში ჩართული კომპანიები, გაეცნონ ხელმისაწვდომ ფასდაკლებებს და იპოვონ საინტერესო ადგილები მოგზაურობის დროს მოსანახულებლად.
ფასდაკლების ბარათის - ბათუმი ქარდის შეძენა შესაძლებელია აჭარის მასშტაბით მოქმედ ყველა ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში, გარდა სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან არსებული ცენტრისა.
ბათუმი ქარდის შეძენის პროცედურა ძალიან მარტივია, ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში ბათუმი ქარდის შეძენა შესაძლებელია ნაღდი ანგარიშსწორებით.
ბათუმი ქარდის ღირებულება (15 ლარი) არის ფიქსირებული, შესაბამისად, თუკი მომხმარებელს არ სურს სიმ-ბარათის ან/და ავტობუსის ბარათის გამოყენება, ბარათის შეძენისას ის ვალდებულია გადაიხადოს მთლიანი ღირებულება.