ფასდაკლების ბარათის - ბათუმი ქარდის შეძენა შესაძლებელია აჭარის მასშტაბით მოქმედ ყველა ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში, გარდა სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან არსებული ცენტრისა.
ბათუმი ქარდის შეძენის პროცედურა ძალიან მარტივია, ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში ბათუმი ქარდის შეძენა შესაძლებელია ნაღდი ანგარიშსწორებით.
ბათუმი ქარდის ღირებულება (15 ლარი) არის ფიქსირებული, შესაბამისად, თუკი მომხმარებელს არ სურს სიმ-ბარათის ან/და ავტობუსის ბარათის გამოყენება, ბარათის შეძენისას ის ვალდებულია გადაიხადოს მთლიანი ღირებულება.
ბათუმი ქარდის სხვის სახელზე შეძენა აღნიშნული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში შესაძლებელია.
ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებში სიმ ბარათის/ავტობუსის ბარათის შეძენა შესაძლებელი არ არის, თუმცა შესაძლებელია შეიძინოთ ბათუმი ქარდი, რომელიც მოიცავს სიმ ბარათს და სამგზავრო ბარათს, რომლითაც 4 მგზავრობას შეძლებთ, ხოლო ბარათზე თანხის დარიცხვის შემთხვევაში, მრავალჯერადად გამოიყენებთ ავტობუსით მგზავრობისას.
ერთზე მეტი ადამიანისათვის ბათუმი ქარდით სარგებლობა შესაძლებელია იმ ობიექტებზე, რომელთაც შესაბამისი წინაპირობა აქვთ, მაგალითად: კვების ობიექტების შემთხვევაში ფასდაკლება ვრცელდება ერთ მაგიდაზე ადამიანთა რაოდენობის მიუხედავად, განთავსების ობიექტების შემთხვევაში 1 ნომერზე. ავტობუსის ბარათით სარგებლობა შესაძლებელია ერთზე მეტი ადამიანისათვის, ამისათვის კი გადახდის ოპერაცია უნდა გაიმეოროთ ადამიანთა რაოდენობის შესაბამისად.
ბათუმი ქარდს გააჩნია მოქმედების ვადა 10 დღე, კონკრეტული ობიექტები კი ფასდაკლებით სარგებლობის მხოლოდ ერთჯერად მომსახურებას გთავაზობთ.
ბათუმი ქარდის გადაცემა სხვა პირისთვის არ შეიძლება
დაკარგვის შემთხვევაში არ არის შესაძლებელი დაკარგული ქარდის აღდგენა.
ბათუმი ქარდის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ აჭარის ფარგლებში არსებულ ობიექტებში, რომლებიც ფასდაკლებებში მონაწილეობენ.
ბათუმი ქარდის მონაწილე ობიექტებში შესაძლებელია მხოლოდ ერთჯერადი ვიზიტი.