მსოფლიოში  იშვიათად იპოვი ისეთ ქალაქებს, რომლებიც ერთსა და იმავე გრძედსა და განედზე მდებარეობენ. ქალაქი ბათუმი კი სწორედ ასეთ იშვიათ გამონაკლისთა რიცხვს მიეკუთვნება.

გეოგრაფიული გრძედი და განედი ეს არის კარტოგრაფიულ სიმბოლოთა ერთობლიობა, რომლებიც   გეოგრაფიულ ობიექტ .. მისამართს ანიჭებენრუკაზე.

ბათუმის მისამართია - 41°3 / 41°3  და მისი განმსაზვრელია  საზღვაო შუქურა,რომელიც ბათუმის ბულვარში, ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ორმცდამეერთე პარალელისა და დედამიწის აღმოსავლეთ ნაწილის ორმოცდამეერთე მერიდიანის გადაკვეთის ადგილას დგას.

პირველი შუქურა აქ 1863 წელს, ჯერ კიდევ ბულვარის განაშენიანებამდე აიგო.იგი თუჯის სვეტს წარმოადგენდა, რომელზეც დიოპტრიული ნათურა იყო დამონტაჟებული. 1882 წელს  ფრანგმა კონსტრუქტორებმა ძველი ნაგებობის ადგილას ქვის რვაწახნაგოვანი ფორმის შუქურა ააგეს და მის ზედა ნაწილზე ცილინდრის ფორმის მცირე სანათი კოშკ მოწყობილობა განთავსეს. აგერ უკვე 150 წელზე მეტია ეს შუქურა მიართულებას აძლევს შავ ზღვაში შემოსულ გემებს. მისი ნათება 14 საზღვაო მილს წვდება

შუქურის ნაგებობაში განთავსებულია ჰიდროგრაფიული სამსახური, სადაც სინოპტიკოსები 24 საათის განმავლობაში მორიგეობენ და  აკვირდებიან მეტეოპირობებს.

ბათუმის შუქურა თავისი დროის საინჟინრო ხელოვნების პროგრესული ნიმუშია,ჩვენი ქალაქის ერთერთი მთავარი სიმბოლო და დღემდე უამრავი ვიზიტორისინტერესს იწვევს.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ბათუმი
Leaflet | © OpenStreetMap contributors
გაზიარება

მსგავსი ადგილები

ანბანის კოშკი
ანბანის კოშკი

ატრაქცია ბათუმი