უძველესი ერების ისტორიული ჩანაწერებში ყველგან გვხვდება სიტყვა „ხიდი“, როგორც კომუნიკაციისა და ურთიერთობის მთავარი წყარო. საქართველოში ხიდმშენებლობა უძველესი დროიდან ყოფილა განვითარებული, ბევრი შუა საუკუნის ხიდი კი ახლაც მოქმედია.

ხიდების მშენებლობის მეთოდი, საქართველოში, მთიანმა რელიეფმა განსაზღვრა. თავდაპირველად, მცირე ნაკადულზე გადასასვლელად, ხის მორი გამოიყენებოდა, შემდეგ, მათ ნაცვლად უფრო რთული ხის კოჭოვანი ხიდების აგება დაიწყეს. ხიდმშენებლობის განვითარებასთან ერთად, დროებითი ხიდები ქვის ხიდებით იცვლებოდა. ძველი ქვის თაღოვანი ხიდების უმთავრესი ნაწილი - თაღი, ძირითადად, დაუმუშავებელი ქვის ფილებით, ყოველგვარი არქიტექტურული სამკაულის გარეშეა ამოყვანილი. შემაკავშირებელ მასალად გამოიყენებოდა კირის ხსნარი. ამგვარი ხიდებისთვის, გათლილი ქვის ნაცვლად, უმეტესწილად, იყენებდნენ იაფ ყორე ქვასა და დუღაბს.

ხიდები, ძირითადად, ძველ სავაჭრო-საქარავნო გზებზეა აშენებული, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა ქალაქებსა და სოფლებს. თუ თაღოვანი ხიდების ტოპოგრაფიას დავუკვირდებით, დავინახავთ, რომ მათი დიდი ნაწილი სწორედ აჭარის, ისტორიული ტაო-კლარჯეთისა და ჭანეთ-ლაზეთის ტერიტორიაზეა კონცენტრირებული.

ბუნებრივია, აჭარა, როგორც ტაო-კლარჯეთის შემადგენელი ნაწილი, ჩართული იყო ამ პროცესში და აქ ხდებოდა საკუთარი ნაწარმის რეალიზაცია და იმპორტი. ვაჭრობის განვითარება კი მოითხოვდა როგორც შიდა, ისე გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი გზების მოწესრიგებას. ეს კარგად ესმოდათ ქართველ მეფეებს და როგორც ჩანს დიდ ხარჯებსაც იღებდნენ გზების გასაყვანად, ხიდებისა და ქარვასლების ასაშენებლად.

არსებული მონაცემების მიხედვით, დღეისათვის აჭარაში 35-მდე ხიდია ფიქსირებული. მათი დიდი ნაწილი დანგრეულია, 15-მდე ხიდი კი შედარებით კარგად არის დაცული.

აღწერა

მდებარეობა: შუახევის მუნიციპალიტეტი,სოფელი ხაბელაშვილები

ბათუმიდან: 50 კმ

გადმოცემით ხიდი 300 წლის წინათ აუშენებიათ და სოფელ ხაბელაშვილებს აკავშირებდა სოფელ ბარათაულთან, ბრილთან და გომარდულთან. ისტორიული მასალებით ირკვევა, რომ ანალოგიური ხიდები აჭარაში მე-20 საუკუნის 60 -იან წლებამდე იყო შემორჩენილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის კინტრიშის ხეობაში სოფელ ზერაბოსელში და ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისში. 2013 წელს ხიდს ხაბელაშვილების ხიდს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ხიდზე მშენებლობისას გამოყენებულია ხის ჯიშები ; ურთხველა მალებად ბურჯებში და კოჭებად, წაბლი ხიდის მზიდ და საყრდენ მასალად, ხიდის სავალ ნაწილში დასაგებად, მუხა საყრდენ ბოძებად, ურთხველა გადახურვისას, ჭერ ქვეშ.  ხიდის სავალი ნაწილის სიგრძე 25 მეტრია.   

ხიდის მთავარი საყრდენი ბურჯები ქვის თაღოვანი ხიდების ბუჯების ანალოგიურია. განსხვავება ქვის თაღოვანი ბურჯებისგან ისაა, რომ თითოეული მარჯვენა ბურჯში საფეხურებად დატანებულია 3-3 ურთხველას მასალა, ოთხ ფენად, ხოლო მარცხენა ბურჯში სამ ფენად. მალები შეკრულია კოჭებით. ბურჯები გარედან კარგად დამუშავებული ქვებითაა აშენებული კირის ხსნარზე.  რაც შეეხება ბურჯებში ჩატანებულ მასალებს ისინი გამაგრებულია დუღაბით კირის ხსნარზე.  ხიდის სავალ ნაწილზე მოძრაობისას მგზავრთა უსაფრთხოების დაცვის  მიზნით ორივე მხარეს გაკეთებულია ხის მოაჯირი. ხიდი ადრე გადახურული ყოფილა ყავრით, სოფლის მაცხოვრებლებს გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ხიდის სავალი ნაწილი გადაუხურავთ თუნუქის სახურავით.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ხაბელაშვილები, შუახევი
გაზიარება

მსგავსი ადგილები

ფურტიოს თაღოვანი ხიდი
ფურტიოს თაღოვანი ხიდი

ხიდები შუახევი

გიდელას ხიდი
გიდელას ხიდი

ხიდები შუახევი

ჭვანის თაღოვანი ხიდი
ჭვანის თაღოვანი ხიდი

ხიდები შუახევი