აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში საკმაოდ მრავლად გვხვდება სხვადასხვაგვარი, დაახლოებით 5-დან 60 მეტრამდე სიგრძის, ერთ ან მრავალკასკადოვანი ჩანჩქერები, რომელთა უმეტესობა მთავარი გზებიდან მოშორებით მდებარეობს. ზოგიერთ მათგანთან მისვლა მანქანითაა შესაძლებელი, ზოგი ტურისტული მარშრუტის ნაწილია და ბოლომდე მხოლოდ ფეხით ადიან. ჩანჩქერთა უმრავლესობაზე ცურვაც დასაშვებია.

აჭარის მდინარეებზე კასკადურ ჩანჩქერებთან, ორ ადგილას არის შესაძლებელი კანიონზე დაშვება. ეს არის სოფლები კაპნისთავი (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი) და უჩხო (ხულოს მუნიციპალიტეტი). ორივე ლოკაციაზე მოწყობილია კანიონინგისთვის საჭირო აღჭურვილობა, რაც ხელს უწყობს სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებას აჭარაში.

აჭარის საუცხოო, ავთენტიკურ ბუნებას მისი ჩანჩქერები გაცილებით შთამბეჭდავსა და მჩქეფარეს ხდის. ეს არის ადგილები, რომლებიც ქალაქის ხმაურსა და სტრესს დაგავიწყებთ, ბუნების ხმების მოსმენა კი სულიერადაც დაგასვენებთ.

აღწერა

ჩანჩქერის სიმაღლე 30 მეტრია, ჩანჩქერთან მისასვლელად უნდა გაიაროთ როდოდენდრონებს შორის გამავალი ვიწრო საფეხმავლო ბილიკი. ჩანჩქერი წყალუხვია და შესაძლებელია ბანაობაც.

 

ადგილმდებარეობა:
მუნიციპალიტეტი ქედა
სოფელი სილიბაური

 

მანძილი:
ბათუმიდან55 კმ
უახლოესი რაიონული ცენტრიდან 12 კმ

 

აღწერილობა: 
ჩანქერის სიმაღლე(დაახლოებით)— 40

 

ფეხით სავალი ნაწილი:
მანძილი 150
სირთულე—მარტივი  

 

როგორ მოვხდეთ: 
სამანქანე გზის საფარი ასფალტი/გრუნტი

 

ჩანჩქერი უკავშირდება „ღომა-ნამონასტრების“ მარშრუტს.
თუ მხოლოდ ჩანჩქერზე მოინდომებთ ასვლას, იქ წასვლა ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით შეგიძლიათ;

„მთა გომა-სოფელი ნამონასტრევი“ მარშრუტის შემთხვევაში, დაგჭირდებათ მაღალი გამავლობის, 4/4ტრანსპორტი. 

საკონტაქტო ინფორმაცია:
მერისი, ქედა
გაზიარება

მსგავსი ადგილები

ძენწმანის ჩანჩქერი
ძენწმანის ჩანჩქერი

ჩანჩქერები ქედა

მახუნცეთის  ჩანჩქერი
მახუნცეთის ჩანჩქერი

ჩანჩქერები ქედა

დანდალოს ჩანჩქერი
დანდალოს ჩანჩქერი

ჩანჩქერები ქედა