ხელვაჩაური

მანძილი ბათუმიდან - 10 კმ

ფართობი - 356 კვ/კმ

მოსახლეობა - 51,091  ათასი

www.khelvachauri.ge    

მაჭახელა - ისტორიული ხეობაა. იგი ცნობილია თოფი მაჭახელასა და საოჯახო ხანჯლების ისტორიით, კულტურულ-ისტორიული ძეგლებითა და ეროვნული პარკით. აქ შეგიძლიათ შეხვდეთ ძველი ხელოსნების შთამომავლებს და სწორედ მათგან შეიტყოთ მაჭახელას თოფისა და ხანჯლის დამზადების თავისებურებების შესახებ. ხეობაში შესაძლებელია მაჭახელას ეროვნული პარკის მონახულება. პარკი ზღვის დონიდან 300-350 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს. მოგზაურობის მოყვარულებს შეუძლიათ მოაწყონ ექსკურსიები მაჭახელას ეროვნულ პარკის ორ, მთავარანგელოზისა (8.3კმ) და ქოქოლეთის (6 კმ) ტურისტულ საფეხმავლო  ბილიკზე. ხოლო ეთნოგრაფიის და ისტორიის მოყვარულები უნდა ეწვიონ ზედა ჩხუტუნეთის ისტორიულ- ეთნოგრაფიულ მუზეუმს, რომელიც ყოფილი მეჩეთის სამსართულიან შენობაშია განთავსებული. მუზეუმში წარმოდგენილია ხეობისთვის დამახასიათებელი არაერთი უნიკალური ექსპონატი.

ძირითადი აქტივობები ხელვაჩაურში:
1. გაისეირნებთ ველოსიპედით სოფელ მირვეთში, სადაც დატკბებით სოფლის მშვენიერი ხედებით;
2. მოაწყობთ ექსკურსიებს გვარას ციხეზე, საიდანაც იშლება მთლიანი ხეობის ხედები;
3. გაისეირნებთ მაჭახელას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მოწყობილ საფეხმავლო ტურისტულ ბილიკებზე;
4. გაისროლოთ მაჭახელას თოფიდან.

ძირითადი მოსანახულებელი ობიექტები ხელვაჩაურში
1. მაჭახელას თოფის მონუმენტი; 
2. ცხემლარას თაღოვანი ხიდი (XII);
3. ქვის თაღოვანი ხიდი სოფელ მირვეთში: (XII); 
4. ქოქოლეთის  თაღოვანი ხიდი;
5. მახოს ხიდი;
6. ჩხერის თაღოვანი ხიდი (IX-X);
7. მე-2 მსოფლიო ომის დროინდელი ქვემეხი და ამბრაზურა; 
8. გვარას ციხე (VI);
9. ჩიქუნეთის ციხე;
10. ზედა ჩხუტუნეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი;
11. წმინდა  სამების ეკლესია;
12. პანტელეიმონის სახელობის ეკლესია ორთაბათუმში;
13. ანდრია პირველწოდებულის სახელობის  შუასაუკუნეების ეკლესია;
14. ლაზების ეთნოგრაფიული მუზეუმი

სოფლებში: ზედა და ქვედა ჩხუტუნეთი, კოსტანეთი, ჩიქუნეთი, მირვეთი, მაჭახელას ხეობა - შეგიძლიათ ღამისთევა საოჯახო სასტუმრო სახლებში ერთი ან რამდენიმე დღით, სადაც უკეთ შეიგრძნობთ ტრადიციული აჭარული სოფლის ხიბლს, დააგემოვნებთ ადგილობრივ კერძებს, მონაწილეობას მიიღებთ კულინარიულ მასტერკლასებში.

ღამისთევა სამჯერადი კვებით 40-50 ლარი.

მარკირებული  მარშრუტები: მაჭახელას  თოფის  გზა, მარშრუტები სოფლებში ჩიქუნეთსა და კოსტანეთში

ტრანსპორტი:
მიკროავტობუსი ბათუმი-ხელვაჩაური, ბათუმის ცენტრალური ავტოსადგური (მაიაკოვსკის ქ. №1), მგზავრობის ღირებულება - 2-3 ლარი 

გაზიარება

ღირსშესანიშნაობები

ყველა
ცხემლარას თაღოვანი ხიდი
ცხემლარას თაღოვანი ხიდი

ხიდები ხელვაჩაური

ჩხერის ჩანჩქერი
ჩხერის ჩანჩქერი

ჩანჩქერები ხელვაჩაური

მირვეთის ჩანჩქერი
მირვეთის ჩანჩქერი

ჩანჩქერები ხელვაჩაური

ეთნო სახლი
ეთნო სახლი

მუზეუმი ხელვაჩაური

სად დავრჩე

ყველა
ნეკოპა
ნეკოპა

კოტეჯი ხელვაჩაური

სახლი ღრუბლებში
სახლი ღრუბლებში

კოტეჯი ხელვაჩაური

ახალშენი ჰაუსი
ახალშენი ჰაუსი

კოტეჯი ხელვაჩაური

სანრაის
სანრაის

საოჯახო სასტუმრო ხელვაჩაური

თაკოსა და ირაკლის გესტჰაუზი
თაკოსა და ირაკლის გესტჰაუზი

საოჯახო სასტუმრო ხელვაჩაური

ვუდჰაიდი
ვუდჰაიდი

კოტეჯი ხელვაჩაური

კვება

ყველა
ხასანბეგურა
ხასანბეგურა

რესტორანი ხელვაჩაური

ჩხაველი
ჩხაველი

ღვინის მარანი ხელვაჩაური

ილიას მარანი
ილიას მარანი

ღვინის მარანი ხელვაჩაური

ნოე
ნოე

საოჯახო რესტორანი ხელვაჩაური

აჭარული ღვინის სახლი
აჭარული ღვინის სახლი

ღვინის მარანი ხელვაჩაური

ცისკარი
ცისკარი

საოჯახო რესტორანი ხელვაჩაური

აქტივობები

ყველა
ცხენით ჯირითი
ცხენით ჯირითი

ცხენებით ჯირითი ხელვაჩაური

Day On Water
Day On Water

ჯომარდობა ხელვაჩაური

ტირი
ტირი

ტირი ხელვაჩაური

ზიპლაინი მაჭახელა
ზიპლაინი მაჭახელა

ზიპლაინი ხელვაჩაური

ჯომარდობა
ჯომარდობა

ჯომარდობა ხელვაჩაური

სამთო მარშრუტები

ყველა
მაჭახელას თოფის გზა
მაჭახელას თოფის გზა

ისტორიულ-კულტურული ხელვაჩაური