ქობულეთი

მანძილი ბათუმიდან: 25 კმ

ფართობი: 711.8კვ/კმ

მოსახლეობა: 19,356 ათასი

www.kobuleti.org.ge

აჭარის ტერიტორიის დაახლოებით 13% დაცულ ტერიტორიებს, ნაკრძალებსა და ეროვნულ პარკებს უკავიათ. მათი უმრავლესობა ქობულეთის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის, რომელიც განსაკუთრებით გამოირჩევა ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით. ქობულეთის მუნიციპალიტეტი უნიკალურია  თავის ტერიტორიაზე  ფიჭვნარების, პარკებისა და ზღვის საოცარი შერწყმის გამოც. ქობულეთის პლაჟი   მთელ ზღვისპირა ზოლს იკავებს. პარკები და დაცული ტერიტორიები კი  შესანიშნავ  შესაძლებლობას იძლევა, როგორც ტურისტული ლაშქრობების, ასევე სამეცნიერო სამუშაოების წარმართვისთვის. ამის თვალსაჩინო მაგალითი გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვებაა, რომელშიც  ათეულობით მეცნიერი და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ასობით ტურისტი იღებს მონაწილეობას.

ძირითადი აქტივობები  ქობულეთში:
1. კინტრიშის  ხეობაში მოინახულებთ თაღოვან ხიდებს;
2. დააგემოვნებთ ტრადიციულ ქობულეთურ კერძებს, როგორიცაა იახნი და ქობულეთური ბორანო;
3. გადაიღებთ დასამახსოვრებელ პანორამული ფოტოებს  პეტრას ციხიდან მშვენიერი ხედების ფონზე;
4. იცურავებთ მტირალას  ეროვნულ პარკის მთის კამკამა  მდინარეში;
5. დააკვირდებით ფრინველების გადაფრენას სპეციალურად მოწყობილი პლატფორმებიდან;
6. რა თქმა უნდა, იბანავებთ ზღვაში

ძირითადი მოსანახულებელი ობიექტები:
1. ცხემვანას და კობალაურის  თაღოვანი ხიდი ( XII);
2. პეტრას  ციხე (VI);
3. ფიჭვნარის  ნაქალაქარი;
4. სხვადასხვა პერიოდში ნაგები ტაძრების ნანგრევები;
5. ტბიყელის ტბა;
6. წაბლნარის ჩანჩქერი;
7. მტირალას ეროვნული პარკი; 
8. ისპანის ტორფნარი 

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მტირალას ეროვნული პარკის ბუფერული ზონის სასტუმრო სახლებში - სოფელ ჩაქვისთავში, ასევე, სოფელ ჩაისუბნის სასტუმრო სახლებში - შუამთასა და  სახალვაშოში შეძლებთ ღამისთევას ერთი ან რამდენიმე დღით, დასვენებასა და აჭარული სოფლის ყოველდღიური ყოფის შეგრძნებას.

 განთავსება სამჯერადი კვებით, ფასი - 50 ლარიდან

ტრანსპორტი:

1. სამარშრუტო ტაქსი: ბათუმი - ქობულეთი

გასვლის ადგილი:

ბათუმის კათოლიკური ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია;

ბათუმის ცენტრალური ავტოსადგური (მის.: მაიაკოვსკის ქ. №1) 

მგზავრობის ღირებულება — 3 ლარი

2. ტაქსი: ბათუმი - ქობულეთი, ღირებულება 40-60 ლარი

მარკირებული საფეხმავლო მარშრუტები: მტირალას პარკში წაბლნარასა  (7კმ) და ცივწყაროს  საფეხმავლო მარშრუტები (15კმ), მარშრუტი კინტრიშის ხეობაში

გაზიარება

ღირსშესანიშნაობები

ყველა
კინტრიშის ეროვნული პარკი
კინტრიშის ეროვნული პარკი

ეროვნული პარკები და ბაღები ქობულეთი

მტირალას ეროვნული პარკი
მტირალას ეროვნული პარკი

ეროვნული პარკები და ბაღები ქობულეთი

ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესია
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესია

საკულტო ნაგებობები ქობულეთი

პეტრას ციხე
პეტრას ციხე

ციხეები ქობულეთი

სად დავრჩე

ყველა
ირისე
ირისე

სასტუმრო ქობულეთი

Kobuleti Apartment Near Black Sea
Kobuleti Apartment Near Black Sea

კოტეჯი ქობულეთი

ნიკა
ნიკა

საოჯახო სასტუმრო ქობულეთი

მწვანე სასტუმრო
მწვანე სასტუმრო

საოჯახო სასტუმრო ქობულეთი

დიანა
დიანა

სასტუმრო ქობულეთი

დავით ძნელაძე
დავით ძნელაძე

საოჯახო სასტუმრო ქობულეთი

კვება

ყველა
პანდა სუში ქობულეთი
პანდა სუში ქობულეთი

სუში ქობულეთი

ბონ აპეტიტ
ბონ აპეტიტ

კაფე ქობულეთი

ლამორ
ლამორ

რესტორანი ქობულეთი

შაინლენდი
შაინლენდი

რესტორანი ქობულეთი

დავითი
დავითი

რესტორანი ქობულეთი

ლივი
ლივი

კაფე ქობულეთი

აქტივობები

ყველა
Georgia Palace Hotel & Spa Kobuleti
Georgia Palace Hotel & Spa Kobuleti

აუზი/სპა/ფიტნესი ქობულეთი

ბილიარდი
ბილიარდი

ბილიარდი ქობულეთი

მტირალას ეროვნული პარკი
მტირალას ეროვნული პარკი

საპიკნიკე-საკემპინგე ქობულეთი

შუქურა ციხისძირი
შუქურა ციხისძირი

აუზი/სპა/ფიტნესი ქობულეთი