მანძილი ბათუმიდან: 40 კმ

ფართობი: 452  კვ/კმ

მოსახლეობა: 14,697 ათასი

www.keda.ge 

მეღვინეობა ქართველთა უძველესი საქმიანობაა, რომლის ძირითად კერად აჭარაში ქედის მუნიციპალიტეტია მიჩნეული. ქედის სოფლების მოსახლეობისთვის მეღვინეობა პრიორიტეტული საქმიანობაა. აქ რამდენიმე ათეული  ჯიშის  ყურძენი ხარობს. მათგან ყველაზე ცნობილი ქედის ცოლიკაური და ჩხავერია. ჩხავერი– იშვიათი ჯიშის ყურძენია, რომლისგანაც ვარდისფერი ღვინო მზადდება.  ცოლიკაური კი  ყველაზე გავრცელებული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია, მისგან სუფრის ღვინოს, ცოლიკაურს ამზადებენ. ამ ღვინოების დაგემოვნება პირდაპირ ადგილობრივ მარნებშია შესაძლებელი. ქედა მდიდარია ჩანჩქერებით (მერისის, მახუნცეთისა და გობრონეთის ჩანჩქერები), მდინარეებით, ისტორიული ღირსშესანიშნაობებით, ქვის თაღოვანი ხიდებით, ციხე-სიმაგრეებით, ტაძრების ნაშთებით, მუზეუმებითა და ტრადიციული აჭარული სოფლებით.

საოჯახო სასტუმროებისა და კვების ობიექტების სიმრავლე ქედაში დასვენებას უფრო კომფორტულს, სასიამოვნოსა და დასამახსოვრებელს ხდის.

ძირითადი აქტივობები:

1. დააგემოვნებთ ადგილობრივი წარმოების ვაზის ჯიშებისგან დამზადებულ ღვინოსა და ჭაჭას;
2. ისწავლით  აჭარულ პოლიფონიურ სიმღერას  ადგილობრივი პროფესიონალი შემსრულებლებისგან;
3. გასინჯავთ მდინარის კალმახს და დააგემოვნებთ კოკოტაურის მინერალურ  წყალს;
4. შემოდგომაზე, მონაწილეობას მიიღებთ რთველსა და ადგილობრივ მეღვინეებთან ერთად ღვინის დაწურვის პროცესში; 
5. გადაიღებთ შთამბეჭდავ და დასამახსოვრებელ ფოტოებს ქედის სოფლებში, მახუნცეთისა და დანდალოს ისტორიული ხიდების ფონზე

ძირითადი მოსანახულებელი ობიექტები:

მახუნცეთის ქვის თაღოვანი ხიდი (XII ს.);
დანდალოს ქვის თაღოვანი ხიდი (X ს.);
მიწის  ხიდი  საღორეთში (XI-XII  სს.); 
ცივასულას ციხე(XII-XIII სს.);
საღორეთის ციხე (XI-XII სს.);  
გულების ციხე(XII-XIII სსს.);
ზენდიდის ციხე (XVII-XIX სს.).

ძირითადი ადგილები ქედაში, სადაც ესტუმრებით ღვინის მარნებს, შეიძენთ ღვინოსა და ჭაჭას:
ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში - პირველი მაისი, ვაიო, დანდალო, გეგელიძეები, კორომხეთი, მერისის ხეობა, გობრონეთი არის საოჯახო სასტუმროები, სადაც შეძლებთ  ღამისთევასა და დასვენებას ერთი ან სულაც რამდენიმე დღით, ადგილზე შეძლებთ ტრადიციული აჭარული  სოფლის ყოფა-ცხოვრების გათავისებას, ნატურალური პროდუქტებისგან მომზადებული კერძების დაგემოვნებას, კულინარულ მასტერკლასებში მონაწილეობის მიღებასა და სიმღერის შესწავლასაც კი.

ღამისთევა სამჯერადი კვებით - 50 ლარიდან.

მარკირებული  საფეხმავლო მარშრუტები: გობრონეთი -ლატევრა.

ტრანსპორტი:

მიკროავტობუსი ბათუმი-ქედა, ბათუმის ცენტრალური ავტოსადგური (მაიაკოვსკის ქ. №1);

მგზავრობის ღირებულება - 3-4 ლარი; 
შიდა სასოფლო ტრანსპორტი კი გადის უშუალოდ ქედის მუნიციპალიტეტის ცენტრიდან.

გაზიარება

ღირსშესანიშნაობები

ყველა
კავიანის ციხე
კავიანის ციხე

ციხეები ქედა

გეგელიძეების ჯამე
გეგელიძეების ჯამე

საკულტო ნაგებობები ქედა

დანდალოს ჩანჩქერი
დანდალოს ჩანჩქერი

ჩანჩქერები ქედა

სად დავრჩე

ყველა
თაიმ ჰაუს • Time House
თაიმ ჰაუს • Time House

კოტეჯი ქედა

ფელუმერი
ფელუმერი

კოტეჯი ქედა

ბესთ ჰაუს მერისი
ბესთ ჰაუს მერისი

კოტეჯი ქედა

პანორამა აქუცა
პანორამა აქუცა

კოტეჯი ქედა

კოტეჯი შატო ოჩია
კოტეჯი შატო ოჩია

კოტეჯი ქედა

კვება

ყველა
მდინარის მხარე
მდინარის მხარე

რესტორანი ქედა

მასპინძელი
მასპინძელი

რესტორანი ქედა

მარია
მარია

რესტორანი ქედა

გორა
გორა

რესტორანი ქედა

ჯაბნივი
ჯაბნივი

რესტორანი ქედა

აქტივობები

ყველა
ზიპლაინი
ზიპლაინი

ზიპლაინი ქედა

ზიპლაინ მახუნცეთი
ზიპლაინ მახუნცეთი

ზიპლაინი ქედა

ანსამბლი "იაგუნდი"
ანსამბლი "იაგუნდი"

ფოლკლორი ქედა

ნაკონაღვარი
ნაკონაღვარი

საპიკნიკე-საკემპინგე ქედა