ქალაქის სიმბოლოდ ქცეული თანამედროვე, პოპულარული მოძრავი ქანდაკება ,,ალი და ნინო“ მთელი შავიზღვისპირეთის გამორჩეულად თვალწარმტაც ადგილას, ბათუმის ბულვარში მდებარეობს და იმთავითვე იქცევს მნახველთა ყურადღებას. მამაკაცისა და ქალის ფიგურა ზღვისა და მთის ფონზე,  ნელა უახლოვდება ერთმანეთს, ერწყმის, შორდება და ისევ ხვდება. ამ სანახაობით აღფრთოვანებული ქალაქის  სტუმრები კი უამრავ ფოტოს იღებენ უკვე საკულტო კომპოზიციის ფონზე.

ქანდაკების სიმაღლე რვა მეტრია. ლითონის მილებისგან შექმნილი ქალისა დამამაკაცის სკულპტურები ღერძის ირგვლივ ნელი მოძრაობით  ხვდებიან ერთმანეთს, ერთიანდებიან,  ცოტა ხანში ისშორდებიან, საწყის წერტილს უბრუნდებიან და ასე უსასრულოდ გრძელდება ერთმანეთისაკენ სწრაფვა... ესპროცესი ყოველ ათ წუთში მეორდება და ალისფერი დაისის ფონზე ძალიან ლამაზ, შთამბეჭდავ და დაუვიწყარ სანახაობას წარმოადგენს.

ქანდაკება ,,ალი და ნინოსიცოცხლის მარადიულობასთან ერთად, ცხოვრების თანამგზავრისკენ სწრაფვას, ნამდვილ სიყვარულს და ურთიერთობების ჰარმონიას განასახიერებს.

ეს საკმაოდ პოპულარული ქანდაკება ცნობილი ქართველი მხატვრის და მოქანდაკის თამარ კვესიტაძის საავტორო ნამუშევარია, რომელმაც ის ინჟინერ-მექანიკოს პაატა სანაიასთან ერთად შეასრულა 2010 წელს. 

ყურადღებას იმსახურებს ძეგლის სახელიც. თავიდან მას ,,სიყვარული" დაერქვა, მოგვიანებით ,,ადამი და ევა", საბოლოოდ კი ,, ალი და ნინო " წოდა. ალი და ნინო, ცნობილი აზერბაიჯანელი მწერლის ყურბან საიდის ამავე სახელწოდების რომანის პერსონაჟები არიან. ეს შესანიშნავი ნაწარმოები  აზერბაიჯანელი მუსულმანის, ალი შირვაშირისა და ქართველი ქრისტიანი თავადის ასულის ნინო ყიფიანის სევდიან და ტრაგიკულ სიყვარულზე მოგვითხრობს. წიგნში აღწერილი მოვლენები კავკასიაში, პირველი მსოფლიო ომის დროს ვითარდება.  

მნახველისთვის ალი და ნინო   უკვდავი, ფაქიზი და ხელშეუხები სიყვარულის სიმბოლოს წარმოადგენს. ქანდაკება განსაკუთრებით ეფექტურია ღამით, სპეციალური განათების ფონზე.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ბათუმი
Leaflet | © OpenStreetMap contributors
გაზიარება

მსგავსი ადგილები

ქალი ველოსიპედზე
ქალი ველოსიპედზე

ქანდაკებები, ინსტალაციები და შადრევნები ბათუმი

ასტრონომიული საათი
ასტრონომიული საათი

ქანდაკებები, ინსტალაციები და შადრევნები ბათუმი

უნივერსიტეტის შადრევანი
უნივერსიტეტის შადრევანი

ქანდაკებები, ინსტალაციები და შადრევნები ბათუმი

ქანდაკება “როტაცია”
ქანდაკება “როტაცია”

ქანდაკებები, ინსტალაციები და შადრევნები ბათუმი

მოცეკვავე შადრევნები (ახალი ბულვარი)
მოცეკვავე შადრევნები (ახალი ბულვარი)

ქანდაკებები, ინსტალაციები და შადრევნები ბათუმი

შადრევანი "ნეპტუნი"
შადრევანი "ნეპტუნი"

ქანდაკებები, ინსტალაციები და შადრევნები ბათუმი