ხინოწმინდის ეკლესია IX საუკუნის ძეგლია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში საეპისკოპოსო ცენტრი იყო და მისი რეაბილიტაცია განსაკუთრებული კულტურული ღირებულების მქონეა.
ხინოწმინდის იოანე ნათლისმცემელის ეკლესია მდებარეობს მდ. კინტრიშის შენაკადის საკირისღელის მარჯვენა სანაპირო ზოლში. აქედან შესანიშნავად მოსჩანს მთელი შემოგარენი კარგა მოზრდილ მანძილზე. ეკლესია საკმაოდ დაზიანებულია. ზოგან კედლების სიმაღლე 23 მეტრს აღწევს. მისი სიგრძეა 18 მ, ხოლო სიგანე 10 მ. ეკლესიას შესასვლელები გამართული ქონდა სამხრეთითა და დასავლეთით. დარბაზს აღმოსავლეთით აქვს საკურთხეველი ღრმა ბემით, ხოლო მის ჩრდილოეთითა და სამხრეთით სწორკუთხა ფორმის სადიაკვნე და სამკვეთლოა მოწყობილი. ამ ტიპის ეკლესიები ძირითადად ადრექრისტიანული ხანიდან XI საუკუნემდე იგება. შემდეგში კი ერთეულების სახით გვხვდება, რადგან წამყვანი ხდება გუმბათიანი ტაძრები. ხინოს ეკლესია სწორედ გვიანი ხანის ბაზილიკებს მიეკუთვნება და იგი შეიძლება IXX სს დათარიღდეს.
საკულტო ნაგებობები ქობულეთი
საკულტო ნაგებობები ქობულეთი
საკულტო ნაგებობები ქობულეთი
საკულტო ნაგებობები ქობულეთი
საკულტო ნაგებობები ქობულეთი
საკულტო ნაგებობები ქობულეთი