აჭარაში ბევრი გამორჩეული ადგილი და რეკრეაციული ზონაა, რომელიც თავიანთი განსხვავებულობით და ავთენტიკურობით ხიბლავენ სტუმრებს. მათ შორის განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ბათუმიდან აღმოსავლეთით, მაღალ მთებში მდებარე, დაცული ტერიტორიის ლანშაფტის და ეროვნული პარკის სტატუსის მქონე მაჭახელას ხეობა.
ულამაზესი ბუნების გარდა, მაჭახელას ხეობის სავიზიტო ბარათი უდავოდ არის თოფი მაჭახელა, რომლისადმი მიძღვნილი სკულპტურა ხეობის დასაწყისშივე,მდინარისპირას გვხვდება.
კაჟიანი ცეცხლსასროლი თოფებისა და დამბაჩების დამზადება ამ ხეობაში XVIII საუკუნის II ნახევრიდან დაიწყო და XIX საუკუნის დასაწყისამდე გაგრძელდა. აქ დამზადებულ იარაღებს შორის საუკეთესოდ ითვლებოდა ლულახრახნიანი დამოსავადებული თოფები, რომლებიც კავკასიის გარეთაც იყო ცნობილი დასაკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
მაჭახელას ხეობაში იარაღის წარმოების კერები განლაგებული იყო სოფლებში: ზედა ჩხუტუნეთში, ცხემლარაში, გორგაძეთში, ხერთვის-ქავთარეთში, ეფრატსადა ზედვაკეში, სადაც იარაღის ხელოსანთა მთელი გვარები ცხოვრობდნენ. საუკეთესო ხელოსნებად მოიხსენიებოდნენ: ნაგერვაძეები -ზედაჩხუტუნეთიდან, ქავთარაძეები - ხერთვის-ქავთარეთიდან, გორგაძეები დაგვიანიძეები კი გორგაძეთიდან. სამი უკანასკნელი გვარი „ტბეთის სულთამატიანეშიცაა“ მოხსენიებული.
დღესდღეობით ამ უნიკალური იარაღის ოსტატები თითზე ჩამოსათვლელიღა შემორჩნენ ხეობაში. თუ მაჭახელას ხეობას ეწვევით, უამრავ ღირსშესანიშნაობებთან ერთად, ხეობის გმირული წარსულის ამბებსაც მოისმენთ, რომლის სიმბოლოდაც სამუდამოდ დარჩება ამ ხეობაში დამზადებული საბრძოლო იარაღი.
თოფი მაჭახელას დასამზადებელი უნიკალური დაზგა ახლაც დაცულია აჭარისსახელმწიფო მუზეუმში. მაჭახელას ხეობა საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე აჭარა-გურიის იარაღის წარმოების ზონის ერთ-ერთ ძირითად ცენტრს წარმოადგენდა.