მტირალას ეროვნულ პარკში 3 მარკირებული და კეთილმოწყობილი ბილიკია, სადაც ვიზიტორებს სალაშქრო, ეკოსაგანამანათლებლო, სამეცნიერო, სათავგადასავლო და ფოტო ტურებს სთავაზობენ. შემეცნებით-გასართობი ეკოსაგანმანათლებლო ატრაქცია „თოკების პარკი“, რომელიც შედგება მოზარდებისთვის და საოჯახო მარშუტებისგან.

წაბლნარას ბილიკი

7კმ, 1 დღე, საფეხმავლო, მარტივი

მარშუტი მდებარეობს ზღვის დონიდან 265-442 მეტრზე და იწყება სოფელ ჩაქვისთავიდან. ტურისტული მარშრუტი მარტივი, საფეხმავლო, შემეცნებით-გასართობი დანიშნულებისაა. ის აერთიანებს ორმნიშვნელოვან ადგილს - ჩანჩქერსა და ტბას. ბილიკს მომხიბვლელს ხდის ქვეტყე, რომელიც შედგენილია წყავით, პონტოს შქერით, უნგერნის შქერით,  კოლხური ბზითა და სხვადასხვა სახის სუროთი.

ბილიკის ღირსშესანიშაობაა კოლხურ ბზასა და სუროში ჩაფლული ჩანჩქერი, რომლის სიმაღლე 18 მეტრს აღემატება და კლდეებს შორის მდინარის მორევისგან შექმნილი ტბა. ჩანჩქერთან, ველური ბუნების წიაღში მოწყობილია სპეციალური საკემპინგე ადგილი, ხოლო ტბასთან საპიკნიკე დაცეცხლის დასანთები ადგილები.

ბილიკზე ვიზიტორებს ასევე შესაძლებლობა აქვთ ექსტრემალური გასართობი სერვისით, ზიპლაინით ისარგებლონ და მაღალ ხეებს შორის დახრილად გაბმულ 200 მ-ის სიგრძის ბაგირზე დასრიალდენ. პარკში ასევე მოწყობილია 17 წინაღობისგან შემდგარი, 209 მეტრიანი (67 და 142 მეტრი).შემეცნებით-გასართობი ეკოსაგანმანათლებლო ატრაქცია „თოკების პარკი“, რომელიც შედგება მოზარდებისთვის და საოჯახო მარშუტებისგან.

ცივწყაროს ბილიკი

15 კმ, 2-დღიანი, საფეხმავლო, საშუალო სირთულის

ორდღიანი მარშრუტი იწყება ზღვის დონიდან 260 მ-ზე მდებარე ვიზიტორთა ცენტრიდან და სრულდება ზღვის დონიდან 1,250 მ-ზე. დასაწყისი წარმოდგენილია კოლხური ტიპის ფართოფოთლოვანი შერეული ტყით, ბილიკის დასასრულს კი ტყის 70% წიფლნარია. გარდა მცენარეული საფარისა, შესაძლებელია მურა დათვის, შველის, კვერნის, მაჩვის, არჩვისა და სხვა ცხოველთა სამყაროს წარმომადგენელთა ნაკვალევის ნახვა.

მარშრუტის გავლისას გზად გვხვდება ბუნებრივი წყაროები. აქ ვიზიტორებისათვის მოწყობილია ტურისტული თავშესაფარი 8 კაცზე, სველი წერტილი, ცეცხლის დასანთები და საპიკნიკე ადგილები.

მეორე დღეს ვიზიტორი მოხვდება ხელუხლებელი მრავალწლიანი წიფლის კორომებისა და ულამაზესი წყაროების გარემოცვაში. მათ სიახლოვეს მოწყობილია საპიკნიკე ადგილები. აღნიშნულ მარშრუტზე ძირითადად გვხვდება ხელუხლებელი ტყე, სადაც შესაძლებელია მოეწყოს სამეცნიერო დაკვირვებები ფლორასა და ფაუნაზე.

ორი მთის ბილიკი


33,5 კმ, 3-დღიანი, საფეხმავლო, საშუალო სირთულის

33.5 კმ სიგრძის, გამჭოლი ტიპის ორი მთის ბილიკი მოიცავს „მტირალას ეროვნული პარკის“ ტერიტორიას, ქედის მუნიციპალიტეტის 3 სოფელს (სოფ: ზუნდაგა, მახუნცეთი, პირველი მაისი) და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყოროლისთავს. მარშუტის დაწყება შესაძლებელია სოფელ ორთაბათუმის ცენტრიდან და ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზიდან სოფლების: ზუნდაგა, მახუნცეთი და პირველი მაისის ასახვევიდან. ყველა ზემოაღნიშნული არეალიდან ბილიკი მიემართება მტირალას მთაზე განთავსებული საპიკნიკე და საკარვე ადგილებისაკენ.

 

ულამაზესი წიფლის კორომების გავლით, რომელიც ზღვის დონიდან 1 263 მ-ზე მდებარეობს. ორი მთის მთავარი ღირსშესანიშნაობებია დიდი და პატარა მთა მტირალა, პანორამული ხედები, კოლხური ტიპის ხელუხლებელი ტყე, ბუნებრივი წყაროები, ჩანჩქერები; ასევე ორი მთის ბილიკზე შესაძლებელია მურა დათვის, შველის, კვერნის, მაჩვის, არჩვისა და ცხოველთა სამყაროს სხვა წარმომადგენელთა ნაკვალევის ნახვა.

ორი მთის ბილიკზე ვიზიტორებისთვის მოწყობილია  5 ტურისტული თავშესაფრი თავისი საცეცხლურებითა და სველი წერტილებით,  მათგან „პატარა მთა მტირალაზე“ ორი 8-8 ადგილიანი ტურისტული თავშესაფარი, სოფელ „გულების“ თავზე ერთი 8 ადგილიანი ტურისტული თავშესაფარი, „დიდ მთა მტირალაზე“  მოწყობილია ერთი 6 ადგილიანი  ტურიტული თავშესაფარი და 10 ადამიანზე გათვლილი საპიკნიკე მაგიდა. ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ ორი მთის ბილიკიდან გადავიდნენ ცივწყაროს ბილიკზე და განთავსდნენ ცივწყაროს 8 ადგილიან ტურისტულ თავშესაფარში, აქვე არის 20 ადამიანზე გათვლილი საპიკნიკე ფანჩატური. ორი მთის ბილიკის ყველა თავშესაფართან მოწყობილია სპეციალური ადგილები კარვის გასაშლელად.

გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების მსურველთათვის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელი ყოროლისთავის მხრიდან  მოწყობილია ფრინველებზე დაკვირვების კოშკურა  და 6 ადამიანზე გათვლილ საპიკნიკე ფანჩატური.

 


საკონტაქტო ინფორმაცია:
ჩაქვისთავი, ქობულეთი
www.apa.gov.ge ; www.nationalparks.ge
(+995) 577 10 18 89 ; (+995) 577 64 04 75
mtiralapa@gmail.com
Leaflet | © OpenStreetMap contributors
გაზიარება

მსგავსი ადგილები

ქობულეთის დაცული ტერიტორია, ისპანის ტორფნარი
ქობულეთის დაცული ტერიტორია, ისპანის ტორფნარი

ეროვნული პარკები და ბაღები ქობულეთი

კინტრიშის ეროვნული პარკი
კინტრიშის ეროვნული პარკი

ეროვნული პარკები და ბაღები ქობულეთი