მახინჯაური-მწვანე კონცხი

ბათუმიდან მწვანე კონცხზე მოსახვედრად 9 კმ-ის გავლა დაგჭირდებათ, მახინჯაურამდე  მანძილი კი მხოლოდ 7 კმ-ია. მწვანე კონცხი ერთ-ერთი უნიკალური ადგილია საქართველოში,  სწორედ აქ მდებარეობს ას წელზე მეტი ხნის ბათუმის უნიკალური ბოტანიკური ბაღი, რომელიც მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოტანილ იშვიათი მცენარეებს უყრის თავს. ბაღი 3 პარკად არის დაყოფილი, აქვს 9 ფლორისტული განყოფილება და კოლხური ნაკრძალი. აქ შეხვდებით 5000-მდე ბალახოვან და 1800-მდე მერქნიან მცენარეს.

ამ ადგილების უნიკალური მიკროკლიმატი, ზღვისა და მთების სიახლოვე შესანიშნავ საშუალებას იძლევა დასვენებისა და გაჯანსაღებისთვის.

სიმწვანეში ჩაფლული სანაპირო კენჭიანია, წყალი კი საოცრად სუფთა და კრიალა. განსხვავებული ჰავა ხელს უწყობს ზღვის ამ ნაწილში მრავალი სახეობის თევზის არსებობას.  წყლის სისუფთავისა და განსაკუთრებული მდებარეობის გამო, მწვანე კონცხთან დაივინგიც შესაძლებელია. ასე, რომ, თუ საზღვაო აქტივობები თქვენი ჰობია ან, უბრალოდ, წყალქვეშა სამყარო გაინტერესებთ, მწვანე კონცხს აუცილებლად უნდა ესტუმროთ.

მახინჯაური ცნობილია თავისი ,,გოგირდის აბანოებით“. სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კომპლექსი მას შემდეგ შეიქმნა, როდესაც ერთ-ერთმა დამსვენებელმა სამკურნალო თერმული წყაროები აღმოაჩინა (ამჟამად მიმდინარეობს კომპლექსის რეაბილიტაცია). 

მახინჯაურის პატარა, კენჭოვან სანაპიროს  სიმწვანეში ჩაფლული  ბორცვები დაჰყურებენ. აქ, ზღვაზე მკურნალობის საუკეთესო ფაქტორად ყოველთვის ჰელიოთერაპია ითვლებოდა.

ორივე ადგილიდან ახლოსაა მტირალას ეროვნული პარკი და გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების პლატფორმები.

 

გაზიარება

ღირსშესანიშნაობები

ყველა
Black Sea Arena
Black Sea Arena

ატრაქცია ბათუმი

ანბანის კოშკი
ანბანის კოშკი

ატრაქცია ბათუმი

ახალი პარკი
ახალი პარკი

მოედნები და პარკები ბათუმი

სად დავრჩე

ყველა
სასტუმრო ნელი
სასტუმრო ნელი

სასტუმრო ბათუმი

ალ მარი
ალ მარი

აპარტოტელი ბათუმი

ოლდ გარდენი
ოლდ გარდენი

სასტუმრო ბათუმი

ლაიფთაიმი
ლაიფთაიმი

სასტუმრო ბათუმი

ლიბერესო
ლიბერესო

აპარტოტელი ბათუმი

კვება

ყველა
ბერნი
ბერნი

რესტორანი ბათუმი

ჰურმა ლაუნჯ ბარი
ჰურმა ლაუნჯ ბარი

რესტორანი ბათუმი

დი რომა
დი რომა

პიცერია ბათუმი

ღომი და ყველი
ღომი და ყველი

რესტორანი ბათუმი

ბერიკონი
ბერიკონი

რესტორანი ბათუმი

აქტივობები

ყველა
კაზინო ინტერნეშენალი
კაზინო ინტერნეშენალი

სამორინე ბათუმი

პალმა ლაგუნა
პალმა ლაგუნა

აუზი/სპა/ფიტნესი ბათუმი

ბათუმის საცხენოსნო კლუბი
ბათუმის საცხენოსნო კლუბი

ცხენებით ჯირითი ბათუმი

რეფორმერ ფიტნეს & სპა
რეფორმერ ფიტნეს & სპა

აუზი/სპა/ფიტნესი ბათუმი

Colosseum Marina
Colosseum Marina

მასაჟი ბათუმი

დისნეილენდი ბათუმში
დისნეილენდი ბათუმში

ბავშვთა გასართობი ცენტრი ბათუმი