მახინჯაური-მწვანე კონცხი

ბათუმიდან მწვანე კონცხზე მოსახვედრად 9 კმ-ის გავლა დაგჭირდებათ, მახინჯაურამდე  მანძილი კი მხოლოდ 7 კმ-ია. მწვანე კონცხი ერთ-ერთი უნიკალური ადგილია საქართველოში,  სწორედ აქ მდებარეობს ას წელზე მეტი ხნის ბათუმის უნიკალური ბოტანიკური ბაღი, რომელიც მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოტანილ იშვიათი მცენარეებს უყრის თავს. ბაღი 3 პარკად არის დაყოფილი, აქვს 9 ფლორისტული განყოფილება და კოლხური ნაკრძალი. აქ შეხვდებით 5000-მდე ბალახოვან და 1800-მდე მერქნიან მცენარეს.

ამ ადგილების უნიკალური მიკროკლიმატი, ზღვისა და მთების სიახლოვე შესანიშნავ საშუალებას იძლევა დასვენებისა და გაჯანსაღებისთვის.

სიმწვანეში ჩაფლული სანაპირო კენჭიანია, წყალი კი საოცრად სუფთა და კრიალა. განსხვავებული ჰავა ხელს უწყობს ზღვის ამ ნაწილში მრავალი სახეობის თევზის არსებობას.  წყლის სისუფთავისა და განსაკუთრებული მდებარეობის გამო, მწვანე კონცხთან დაივინგიც შესაძლებელია. ასე, რომ, თუ საზღვაო აქტივობები თქვენი ჰობია ან, უბრალოდ, წყალქვეშა სამყარო გაინტერესებთ, მწვანე კონცხს აუცილებლად უნდა ესტუმროთ.

მახინჯაური ცნობილია თავისი ,,გოგირდის აბანოებით“. სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კომპლექსი მას შემდეგ შეიქმნა, როდესაც ერთ-ერთმა დამსვენებელმა სამკურნალო თერმული წყაროები აღმოაჩინა (ამჟამად მიმდინარეობს კომპლექსის რეაბილიტაცია). 

მახინჯაურის პატარა, კენჭოვან სანაპიროს  სიმწვანეში ჩაფლული  ბორცვები დაჰყურებენ. აქ, ზღვაზე მკურნალობის საუკეთესო ფაქტორად ყოველთვის ჰელიოთერაპია ითვლებოდა.

ორივე ადგილიდან ახლოსაა მტირალას ეროვნული პარკი და გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების პლატფორმები.

 

გაზიარება

ღირსშესანიშნაობები

ყველა
მედეას ქანდაკება
მედეას ქანდაკება

ქანდაკებები, ინსტალაციები და შადრევნები ბათუმი

წმ.ბარბარეს ეკლესია
წმ.ბარბარეს ეკლესია

საკულტო ნაგებობები ბათუმი

ანბანის კოშკი
ანბანის კოშკი

ატრაქცია ბათუმი

წმ.ნიკოლოზის ეკლესია
წმ.ნიკოლოზის ეკლესია

საკულტო ნაგებობები ბათუმი

საოცრებათა პარკი
საოცრებათა პარკი

მოედნები და პარკები ბათუმი

სად დავრჩე

ყველა
ველმონდი
ველმონდი

სასტუმრო ბათუმი

საოჯახო სასტუმრო ძველი ბულვარი
საოჯახო სასტუმრო ძველი ბულვარი

საოჯახო სასტუმრო ბათუმი

მეტრო სქაი თაუერ
მეტრო სქაი თაუერ

სასტუმრო ბათუმი

ირაკლი ( სეზონური )
ირაკლი ( სეზონური )

საოჯახო სასტუმრო ბათუმი

გრანდ ბელაჯიო ბათუმი
გრანდ ბელაჯიო ბათუმი

სასტუმრო ბათუმი

კვება

ყველა
გასტრობარ ფლეის
გასტრობარ ფლეის

რესტორანი ბათუმი

მასპინძელი
მასპინძელი

რესტორანი ბათუმი

ქარაბაქი
ქარაბაქი

რესტორანი ბათუმი

რუსთაველი
რუსთაველი

ღვინის მარანი ბათუმი

მარგალიტი
მარგალიტი

რესტორანი ბათუმი

ვან ლარი
ვან ლარი

კაფე ბათუმი

აქტივობები

ყველა
გეიმ ბოქსი
გეიმ ბოქსი

ბილიარდი ბათუმი

იახტა "მირაჟი"
იახტა "მირაჟი"

წყლის გართობა ბათუმი

კავეა გრანდ მოლი
კავეა გრანდ მოლი

კინო ბათუმი

Jump Planet Batumi
Jump Planet Batumi

ბავშვთა გასართობი ცენტრი ბათუმი

საბაგირო გზა არგო
საბაგირო გზა არგო

ატრაქციონები ბათუმი