ქობულეთი

ქობულეთი აჭარის შავიზღვისპირეთის ერთ-ერთი მთავარი ქალაქია, რომელიც შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ბათუმიდან 20 კმ-ის დაშორებით, სუბტროპიკული კლიმატის ზონაში მდებარეობს. მისი 10 კმ-იანი  სანაპირო ზოლი საკმაოდ გაშლილი ქვიშა-კენჭოვანი პლაჟებისგან შედგება. აქ ზამთარში ტემპერატურა იშვიათად ჩამოდის +5 °C-ზე ქვემოთ, ზაფხულში კი +25°C /+30°C ფარგლებში მერყეობს, ზღვა 27°C -მდე თბება. 

ქობულეთის სანაპიროს გასწვრივ გაშენებული ფიჭვნარი ზღვის იონიზებულ ჰაერს კიდევ უფრო სასარგებლოს ხდის. ზაფხულის სიცხეში ფიჭვების ჩრდილში  დაისვენებთ ან მთელ დღეს ოჯახთან ერთად მყუდროდ გაატარებთ.

ქობულეთი პატარა ქალაქია და ნებისმიერი წერტილიდან ზღვაზე რამდენიმე წუთში მოხვდებით. ქალაქში ყველა კატეგორიის სასტუმროს იპოვით.  აქ უხვად არის კაფეები, რესტორნები, ბარები და ღამის კლუბები. ცალკე აღნიშვნის ღირსია ქალაქის პარკი, რომელიც ზღვის სანაპირომდე გრძელდება. მრავალწლოვანი ფიჭვნარი აქ განსაკუთრებულ მიკროკლიმატს ქმნის  და კარგი დასვენებისკენ განგაწყობს. 

ქობულეთთან ახლოს მდებარეობს ისტორიულ-არქელოგიური კომპლექსი პეტრას ციხე (VI საუკუნე), დაცული ეროვნული პარკები: ქობულეთის დაცული ტერიტორია, ისპანის ტორფნარი, მტირლას ეროვნული პარკი, კინტრიშის ეროვნული პარკი.

ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან სულ რაღაც 12 კმ-ში მდებარეობს გასართობი ცენტრი „ციცინათელა“.

გაზიარება

ღირსშესანიშნაობები

ყველა
ტბიყელის ტბა
ტბიყელის ტბა

ტბები ქობულეთი

ზედა სამების ეკლესია
ზედა სამების ეკლესია

საკულტო ნაგებობები ქობულეთი

სად დავრჩე

ყველა
ოქრო ლაივი (სეზონური)
ოქრო ლაივი (სეზონური)

საოჯახო სასტუმრო ქობულეთი

სან რაიზი
სან რაიზი

სასტუმრო ქობულეთი

Zich
Zich

სასტუმრო ქობულეთი

ლაიკი
ლაიკი

სასტუმრო ქობულეთი

საოჯახო სასტუმრო დავითი (სეზონური)
საოჯახო სასტუმრო დავითი (სეზონური)

საოჯახო სასტუმრო ქობულეთი

ჩაიკა
ჩაიკა

სასტუმრო ქობულეთი

კვება

ყველა
რივიერა
რივიერა

რესტორანი ქობულეთი

ღვინის მარანი
ღვინის მარანი

კაფე ქობულეთი

ნატალ პელეს
ნატალ პელეს

რესტორანი ქობულეთი

ნიკოლა
ნიკოლა

კაფე ქობულეთი

აღმაშენებლის 340
აღმაშენებლის 340

რესტორანი ქობულეთი

აქტივობები

ყველა
ველოსიპედის ზიპლაინი
ველოსიპედის ზიპლაინი

ველოსიპედის ზიპლაინი ქობულეთი

მტირალას ეროვნული პარკი
მტირალას ეროვნული პარკი

საპიკნიკე-საკემპინგე ქობულეთი

წყლის გართობა
წყლის გართობა

წყლის გართობა ქობულეთი

შუქურა ციხისძირი
შუქურა ციხისძირი

აუზი/სპა/ფიტნესი ქობულეთი

ოტიუმ სპა
ოტიუმ სპა

აუზი/სპა/ფიტნესი ქობულეთი

ცხენით ჯირითი
ცხენით ჯირითი

ცხენებით ჯირითი ქობულეთი