ევროპის მოედანი ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია ბათუმში, სადაც ყველაზე კარგად იგრძნობა ქალაქის მაჯისცემა. სწორედ აქ იდგმება ყოველწლიურად საახალწლო ნაძვის ხე და ტარდება უამრავი მუსიკალური ფესტივალი თუ გასართობი ღონისძიება. აღსანიშნავია, რომ ევროპის მოედანმა ბოლო წლებში არაერთ საერთაშორისო დონის კონცერტს უმასპინძლა.

ევროპის მოედნის არქიტექტურულ სახეს მე-19 საუკუნის ბოლოს აგებული შენობები განსაზღვრავენ, რომლებიც ევროპელი არქიტექტორების მიერ არის დაგეგმარებული და თავის დროზე ქალაქის უმდიდრეს ადამიანებს ეკუთვნოდათ. 1893 წელს მოედანი ბაქო-ბათუმის რკინიგზის მონაკვეთის ბოლო პუნქტს წარმოადგენდა და სტრატეგიული დანიშნულება ჰქონდა. ევროპის მოედანი ძველი ბათუმის ერთ-ერთ უმთავრეს ქუჩას, ყოფილ მარინსკის პროსპექტს ემეზობლება, რომელიც გამორჩეულიკლასიკური არქიტექტურის სტილის უამრავი ლამაზი შენობით.

ევროპის მოედანზე განლაგებული ახალი შენობების და ფასადების საუცხოო შეხამება განსაკუთრებით მკვეთრი და ლამაზია ღამით.

მოედნის ერთ მხარეს, მაღალ პიედესტალზე დგას ბერძნული მითის „არგონავტების“ ერთ-ერთი გმირის - მედეას ქანდაკება ოქროს საწმისიხელში. არგონავტების მითის თანახმად, ძველი წელთაღრიცხვის მე-7 საუკუნეში ოქროს საწმისი მოსაპოვებლად კოლხეთს არგონავტები ეწვივნენ. მათი მეთაურის, იაზონის სიყვარულით მოჯადოებული მედეა  დაეხმარა ბერძნებს კოლხთა კეთიდღეობის სიმბოლოს - ,,ოქროს საწმისის მოპარვაში და მათთან ერთად გაიქცა კიდეც სამშობლოდან.

მოედნის ცენტრში განთავსებულია შადრევანი, რომელიც ბავშვებისუსაყვარლესი ადგილია ცხელი ზაფხულის დღეებში.

ევროპის მოედნის გარშემო შესანიშნავ კაფეები და რესტორნებია განლაგებული, სადაც  უგემრიელეს აჭარულ და ევროპულ კერძებს დააგემოვნებ.

საკონტაქტო ინფორმაცია:
29, მ. აბაშიძის ქ., ბათუმი
Leaflet | © OpenStreetMap contributors
გაზიარება

მსგავსი ადგილები

ბათუმის ცენტრალური პარკი (6 მაისის პარკი)
ბათუმის ცენტრალური პარკი (6 მაისის პარკი)

მოედნები და პარკები ბათუმი

პიაცა
პიაცა

მოედნები და პარკები ბათუმი

საოცრებათა პარკი
საოცრებათა პარკი

მოედნები და პარკები ბათუმი

ბათუმის ბულვარი
ბათუმის ბულვარი

მოედნები და პარკები ბათუმი