ბათუმის პიაცა ზღვისპირა ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობა, რომელსაც უამრავი ადგილობრივი თუ ჩამოსული მნახველი სტუმრობს. ეს ტურისტებისთვის საყვარელი ადგილი ქალაქის ძველ და ისტორიულ უბანში მდებარეობს, ღვასთან და ნავსადგურთან ახლოს.

ბათუმის პიაცა ნიჭიერი ქართველი არქიტექტორის ვაჟა ორბელაძის შთაგონების ნაყოფია, რომელიც მანამდე თბილისის, სიღნაღისა და თელავის ისტორიული ნაწილების რეკონსტრუქციაში იყო ჩართული.

პიაცა ეს არის ულამაზესი, მყუდრო მოედანი, რომლის ირგვლივ განთავსებულია კაფე - ბარები, რესტორნები, ღია სცენა, ბავშვთა გასართობი ცენტრი, საათი მოძრავ ფიგურები და ნეობაროკოს სტილში აშენებული შენობები. ყველა მათგანი შესანიშნავად ეხამება ერთმანეთს და მთლიანობაში სასიამოვნო დასაინტერესო კომპლექსს წარმოადგენს.

პიაცა მთლიანობაში 5700 კვ. მ. ფართობს მოიცავს. აქ მდებარე შენობები უხვადაა დეკორირებული გამორჩეული მხატვრული, მოზაიკური და ვიტრაჟული ხელოვნების ნიმუშებით, განსაკუთრებით ზღვის ქალღმერთებით, რითაც ვენეციის სან მარკოს მოედანს მოგაგონებთ. 

პიაცა განსაკუთრებით შთამბეჭდავია  საღამოს, როცა სცენიდან  ცოცხალი მუსიკ იღვრებ, ირგვლივ კი საოცარი სილამაზე და სიმყუდროვე სუფევს. პიაცას მთავარ მშვენებას ულამაზესი მოზაიკა წარმოადგენს, რომელიც მოედნის ცენტრშია განთავსებული. მოზაიკა ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში, რომელიც მსოფლიოს თხუთმეტ ქვეყანაში შეგროვებული თითო კვადრატული სანტიმეტრის ზომის ასი ათასობით დაჭრილი და დამუშავებული მარმარილოს ფირფიტისაგან შეიქმნა.

ამ შესანიშნავ მოზაიკურ კომპოზიციაზე 2010 წელს  იმუშავა ქართველმა დიზაინერმა ნატალია ამირეჯიბი დე პიტა. მოზაიკა დამზადდა აბუ-დაბიში, კომპანიაფანტინი მოზაიჩისსახელოსნოში.

მოედნის მთავარი კონსტრუქცია მაღალი კოშკი მუსიკალური საათით, რომელიც ყოველ 3 საათში ერთხელ ზარის დახმარებით საქართველოს ჰიმნს ან ბათუმისადმი მიძღვნილ მელოდიას უკრავს. ამ მელოდიების ფონზე, ზარების ქვეშ იხსნება კარი, საიდანაც ეროვნულ ქართულ სამოსში გამოწყობილფიგურები გამოდიან. ამ დროს, პიაცას ყველა სტუმრის ყურადღება ამ სანახაობაზეა მიპყრობილი.

საკონტაქტო ინფორმაცია:
25, ფარნავაზ მეფის ქ., ბათუმი
info@piazza.ge
Leaflet | © OpenStreetMap contributors
გაზიარება

მსგავსი ადგილები

ევროპის მოედანი
ევროპის მოედანი

მოედნები და პარკები ბათუმი

საოცრებათა პარკი
საოცრებათა პარკი

მოედნები და პარკები ბათუმი

ბათუმის ბულვარი
ბათუმის ბულვარი

მოედნები და პარკები ბათუმი

ბათუმის ცენტრალური პარკი (6 მაისის პარკი)
ბათუმის ცენტრალური პარკი (6 მაისის პარკი)

მოედნები და პარკები ბათუმი