ბათუმის კოლონადა ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ადგილია, რომლის სახით, მწვანე ტილოზე ასახული ჭაღარა ანტიკურობა შემოგვცქერის.

რომაული სტილის, მუდამ მწვანეში ჩაფლული ქათქათა  კოლონადა 80 წელია ამშვენებს ქალაქს და ბათუმის ბულვარის ერთ-ერთ გამორეულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.

ანტიკური სტილის კოლონადის პროექტი 1930 წელს ბათუმელმა ექიმმა ივანე მჭედლიძემ მაქსიმ გორკის დახმარებით ჩამოიტანა იტალიიდან, სადაც სამედიცინო კონფერენციაზე დასასწრებად ჩასული, სტუმრად ეწვია იმ დროს იქ მცხოვრებ მწერალს.

მოგვიანებით, ეს პროექტი  ქალაქის საბჭოზე დამტკიცდა  და 1934 წელს დაიწყო კიდეც მშენებლობა.

კოლონადის სამშენებლო სამუშაოებს ბათუმის იმდორინდელი  მთავარი არქიტექტორი პავლე ნადარეიშვილი ხელმძღვანელობდა, უშუალოდ მშენებლობას კი ცნობილი არქიტექტორი ბოგდან კირაკოსიანი, რასაც   საფეხურებზე დატოვებული წარწერაც ადასტურებს.

კოლონადა ეს არის სვეტების მწკრივი, რომელსაც ჰორიზონტალური გადახურვა აერთიანებს. მას შენობების გასაფორმებლად ან ცალკე მდგომ ნაგებობად აგებდნენ. განსაკუთრებული პოპულარობა კოლონადებმა მე-18 - მე-19 საუკუნეებში მოიპოვა, როდესაც ბაღებისა და პარკების დასამშვენებლად აშენებდნენ.

ბათუმის ბულვარის კოლონადა 1934 წლიდან წარმოადგენს ქალაქის სავიზიტო ბარათს და მის სიმბოლოდაცაა ქცეული. თავდაპირველად, კოლონადა ზღვის კარიბჭის როლს ასრულებდა, რადგან, სწორედ აქედან იწყებოდა ზღვის ნაპირი.თუმცა, დროთა განმავლობაში, სანაპირო ზოლმა უკან გადაიწია. დღესდღეობით ეს გამორჩეული ადგილი ბათუმის ზღვისპირა პარკში და დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ბათუმელები და ქალაქის სტუმრებიშირად იღებენ სამახსოვრო ფოტოებს კოლონადასთან. აქ იმართება უამრავი კულტურული ღონისძიება, გამოფენა თუსაქორწინო ცერემონია.

კოლონადა თავიდანვე  ბათუმის ბულვარის მთავარ შესასვლელად იყო ჩაფიქრებული.  იგი დღესაც რჩება ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად და ულამაზეს ღირსშესანიშნაობად.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ბათუმი
Leaflet | © OpenStreetMap contributors
გაზიარება

მსგავსი ადგილები

ძველი ბათუმი
ძველი ბათუმი

ისტორიული ძეგლი ბათუმი

ბათუმის პორტი
ბათუმის პორტი

ისტორიული ძეგლი ბათუმი